კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა.
AMBEBI.GE-ს რეპორტიორი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
როგორც ამ დროისთვის ხდება ცნობილი, უცნობმა პიროვნებამ 2 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გზაში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც თვითმხილველებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
ფაქტი დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
სავარაუდო მოტივი არის შურისძიება.