ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი თოდუას კლინიკიდან სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, გიორგი გასვიანმა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა.
„ნაღვლის ბუშტო პაკა…“ – წერს ტელეწამყვანი.
გიორგი ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი გალა.
ცნობისთვის, გიორგი გასვიანი დაიბადა ქალაქ სოხუმში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2009 წლიდან დღემდე არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. ასევე, არის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი და მუშაობს ტელეკომპანია „იმედში“.