6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში მოხდა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გამოცხადებულა. ასევე, არ გავრცელებულა განცხადება, ნგრევის შესახებ.
„ ამ მიწისძვრამ შესაძლოა, ზღვის დონის უმნიშვნელო ცვლილებები გამოიწვიოს“, – განაცხადეს იაპონიის მეტეოროლოგიურ სამსახურში.
მიწისძვრის შედეგად ცვლილებები არც ატომურ ელექტროსადგურებზე დაფიქსირებულა.