დიდუბეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ქვეითად მოსიარულეს ბორდიურზე დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
„ჩვეულებრივად ქვეითად მოსიარულეს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და გაიქცა. რაინდი, ყველას დამხმარე ბიჭი გარდაიცვალა…“, – წერს მოქალაქე „ფეისბუქზე“