რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ჩიხში შედის. დროა, კომპრომისების პოვნა და დათმობაზე წასვლა ისწავლოთ. თუ ამისთვის მზად არ ხართ, უმჯობესია საქმეები დამოუკიდებლად, კოლეგებისა და საყვარელი ადამიანების დახმარების გარეშე აკეთოთ. ყურადღება მიაქციეთ საბუთებს და გულდასმით შეისწავლეთ ყველაფერი, რასაც ხელს მოაწერთ.
კურო
ამ დღეს დახმარების იმედი ნუ გექნებათ – მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. არ ინერვიულოთ, თუ ყველაფერი პირველ ცდაზე არ გამოდის. კიდევ რამდენიმე ცდა და მიზანს მიაღწევთ. ძველი გამოცდილება დაგეხმარებათ შეცდომები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ საჭირო ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროთ, მათგან შეიძლება საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ.
ტყუპები
ეცადეთ ხალხში იტრიალოთ და საჭირო ადამიანებთან კავშირი დაამყაროთ. განსხვავებული ინფორმაციის სწრაფად აღქმის უნარი დაგეხმარებათ უამრავ გამოწვევას გაუმკლავდეთ. ხელსაყრელი დროა რომანტიკული საღამოებისა და შეხვედრებისთვის. საყვარელ ადამიანს თქვენი რომანტიკული სიურპრიზი ძალიან გაახარებს. ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობი საქმეები უნდა აკეთოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი იდეები დაგეხმარებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ ახალი გარემოებების შესაბამისად მოქმედება მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, ამას მარტივად შეძლებთ, თქვენ ხომ შეუდარებელი იმპროვიზატორი ხართ! პროფესიონალებთან ურთიერთობა და მათი რჩევები მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ და შეცდომებისგან დაგიცავთ.
ლომი
შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები და სამუშაო პროცესი მუდმივად აკონტროლეთ. ხელსაყრელი დღეა შერიგებისა და ძველი კონფლიქტების მოგვარებისთვის. ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილებები მოძებნოთ და თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობები არ დააზარალოთ. სასურველია, საღამო სიმშვიდეში გაატაროთ და მომავალი სამუშაო კვირისთვის ძალები აღიდგინოთ.
ქალწული
გარშემომყოფთა ხალისიანი განწყობა ოპტიმიზმით გავსებთ და თავს ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებთ. გირჩევთ საკუთარ გეგმებზე არავის ესაუბროთ და საკუთარი იდეები არავის გაუზიაროთ, რადგან კრიტიკას მეტს მიიღებთ, ვიდრე მხარდაჭერას. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ეცადეთ ფეხით ბევრი იაროთ და ჯანსაღად იკვებოთ.
სასწორი
სასურველია, რომ ეს დღე წინასწარ დაგეგმოთ. ნუ ელით, რომ საქმეს ვიღაც თქვენს ნაცვლად გააკეთებს, ამიტომ ლიდერობა და ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. აქტიური პოზიცია დაგეხმარებათ, რომ სასურველს მიაღწიოთ. ეცადეთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.
მორიელი
ამ დღეს მხოლოდ საკუთარი საქმის კეთება არ გამოგივათ, რადგან გარშემო მყოფებისთვის ანგარიშის გაწევა და დახმარებაც კი მოგიწევთ. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, თუმცა საკუთარი ნიჭისა და უნარების შესახებ საჯაროდ საუბარი შეგიძლიათ. მშვენიერი დღეა სუფთა ჰაერზე ვარჯიშისა და ფიზიკური მუშაობისთვის – ეს იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
საკმაოდ აქტიური ხართ, მაგრამ არ უნდა გადაიღალოთ და დასვენების დღე რაც შეიძლება სასარგებლოდ გამოიყენოთ. ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მხოლოდ კარგად გამოცდილი და სანდო ხერხებით უნდა იმოქმედოთ. ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადეთ – ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედს მალე გაგიცრუებთ.
თხის რქა
არც ისე საინტერესოა და ზოგჯერ გამაღიზიანებელი საუბრები დიდ დროს წაგართმევთ და მუშაობაში ხელს შეგიშლით, თუმცა თუ ყურადღებით მოუსმენთ შეიძლება ბევრი ახალი და საინტერესო ამბავი გაიგოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. ნუ ინერვიულებთ თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის.
მერწყული
ნუ აჩქარდებით. ეს დღე მშვიდად და საგულდაგულოდ უნდა დაგეგმოთ. თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა მისი მიღება, რადგან ასთმა დახმარებამ შეიძლება დათვური სამსახური გაგიწიოთ. იზრუნეთ დაწყებული საქმეების დროულად დასრულებაზე, რადგან ეს წინსვლაში ხელს გიშლით. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. მთავარია, არ გაჯიუტდეთ და ახლობელი ადამიანების რჩევებს დაუჯეროთ.
თევზები
ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ამ დღეს ყველაფერი თავად უნდა აკეთოთ. თავი შეიკავეთ საკუთარ გეგმებსა და საიდუმლოებებზე საუბრისგან და ნურც სხვის საიდუმლოს გაამხელთ. უარი თქვით აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობაზე და არავის ეკამათოთ. ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, თორემ თავად დაზარალდებით.