სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 15 წლის მოზარდი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. გოგონას ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამწუხარო ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა გაავრცელა:
„არ ვიცი საიდან დავიწყო ან რა ვთქვა და როგორ მივუსამძიმრო შენს მშობლებს. საშინელება დატრიალდა ვეკუების ოჯახში, ჩვენო უნიჭიერესო, პატარა ანგელოზო, ყველას გულში დაგვიტოვე ტკივილი. გითანაგრძნობთ ყველას. უფალს ებარებოდეს შენი სპეტაკი უმანკო სული, დროც და საათი გაჩერდა ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, ძალიან მტკივა გული ანანო. ქარიშხალი ტრიალებს ოჯახში“,- წერს ახლობელი.
„დაბადების დღე ჰქონდა. ღამით იზეიმეს და გამთენიის 4 საათზე გარდაიცვალა“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.