ოფიციალური პირების თქმით, ავტობუსში 44 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი 50 მეტრის სიღრმის თხრილში ჩავარდა.
ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს: ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარაკჰანდში ავტობუსი ხეობაში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.
ინციდენტის შედეგად რამდენიმე მგზავრი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შტატის მთავრობამ მომხდარზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან კომპენსაციის სახით დაღუპულთა ოჯახებისთვის 200,000 რუპიის გამოყოფის შესახებ განაცხადა, ხოლო დაშავებულებისთვის – 50,000 რუპიის.
ავტობუსები ინდოეთში პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა, განსაკუთრებით პატარა ქალაქებსა და რაიონებს შორის გადაადგილებისას. ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევები უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის გამო არც თუ ისე იშვიათია.