იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი, ლელა გოლანძია გარდაიცვალა, რომელიც ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობდა და თვეების განმავლობაში ებრძოდა მძიმე სენს.
“ლელა აფხაზეთიდან დევნილი იყო, ნეაპოლში 4 წლის წინ ჩამოვიდა, საბოლოოდ კი ფლორენციის სავადმყოფოში რამდენიმე თვიანი, უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
ამ წლების განმავლობაში, ძალიან ბევრ ემიგრანტს დაუახლოვდა და ყველას სითბოთი და სიყვარულით უყურებდა, უბოროტო, კეთილშობილი ქალბატონი იყო. როგორც ყველას, მასაც ჰქონდა თავისი გეგმები და მიზნები, იბრძოდა უკეთესი ცხოვრებისთვის, მაგრამ არ დასცალდა. ბევრი იწვალა, იტანჯა, ფიზიკურად თუ სულიერად და მაინც წავიდა. უფალმა წაიყვანა. უცხო ქვეყანაში დაასრულა სიცოცხლე. სამშობლოს, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების მონატრებით.
მშვიდობით ლელა დეიდა, ყოველთვის თბილად და სიყვარულით გაგიხსენებთ. ნათელში იყავ!” – წერენ ლელა გოლანძიას ახლობლები.
დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ საქართველოს და ემიგრატებს ყველა ემიგრატის გარდაცვალება ჩვენი ტკივილია .უფალმა ნათელში ამყოფოს.. -წერენ ემიგრანტები