ტელეკომპანია “ფორმულა” მაუწყებლობას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო spnews-ს წყარომ დაუდასტურა.
ჩვენი ინფორმაციით, მაუწყებლობის შეჩერების მიზეზი დავით კეზერაშვილის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაა.
ამასთან, მედიასაშუალების ტექნიკური და საინფორმაციო სამსახურები ინფორმირებული არიან ტელევიზიის დახურვასთან დაკავშირებით.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ტელეკომპანიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.