თაკომ თმა გადაიპარსა ტელეწამყვანი და მსახიობი თაკო კორინთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა თმის გადაპარსვა:
„ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე. მთელი ცხოვრება, 32 წლის განმავლობაში, უშველებელი ხუჭუჭა თმით დავდივარ და ამიტომაც იყო ყველასთვის მოულოდნელი, თმა რომ გადავიპარსე. ვაღიარებ, ყოველთვის ძალიან მინდოდა, თავი გადამეპარსა, მაგრამ ვერ ვბედავდი, მიჭირდა ამხელა თმის გამეტება. გარშემო მყოფებიც სულ მეუბნებოდნენ, არ გაბედო, ერთი ქალის ფასი თმა გაქვს და არ შეიჭრაო.
ბოლო პერიოდში, ისიც ყველამ შეამჩნია, რომ წონაში მოვიმატე. შეამჩნიეს და თან გადამაყოლეს, რამ გაასუქა ასეო (იცინის). ყველას შეიძლება რაღაც წამლის მიღება დასჭირდეს და მეც დამჭირდა ჰორმონული წამლის მიღება. ჰორმონები რომ ასუქებს, ყველამ, კარგად ვიცით და სანამ ამ წამალს ვიღებდი, დიდი წონის ვიყავი. ახლა ნელ-ნელა კლებისკენ მივდივარ, მაგრამ ამ წამლებისგან რომ გავსუქდი, არავის გამოჰპარვია (იცინის)., რატომაც არა, ჩემი აზრით, პუტკუნა უფრო საყვარელი ვიყავი.
ახლა ამ ჰორმონებს აღარ ვსვამ, მაგრამ ბევრმა იცის, რომ როცა ამ სახის წამალს იღებ, თმის ხარისხი გიფუჭდება, კანზეც მოქმედებს, წონაზეც და ასე შემდეგ. სხვისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ გაფუჭდა. მირჩიეს, ძალიან მაგარი იქნება, თუ თმას გადაიპარსავ, ჯანსაღი თმა ამოგივაო.
მე და ჩემი მეუღლე თურქეთში ვიყავით წასულები, მის დაბადების დღეს დავამთხვიეთ. ერთ-ერთ საღამოს ვსეირნობდით და უცებ სალონი დავინახეთ. მეუბნება, მოდი, შევიდეთ და ახლავე გადაიპარსეო. თურქ სტილისტს ჩემმა ქმარმა უთხრა, თმის გადაპარსვა გვინდაო და დაბრძანდითო, ანიშნებს სკამზე. მე არა, ჩემს ცოლსო და გაგიჟდა, რას ამბობთ, ამ გოგოსო? (იცინის). რომ გადამპარსა, მერე გვეუბნებოდა, დაგვიტოვეთ თმა, ჩვენ გადავყრითო და უკაცრავად, ჩემი თმა შინიონებისთვის დაგიტოვო, ეგრე არა რის0მეთქი (იცინის). თმაც წამოვიღე და ძალიან ბედნიერი წამოვედი. ერთადერთი, ჯერ ყურზე ვისვამ ხელს, მგონია, რომ თმას ვიწევ, ამას სპონტანურად ვაკეთებ, სხვა ყველაფერი ძალიან მარტივია…