რუსეთში, პარგოლოვოს დასახლებაში, ცნობილი ბლოგერი, კორპუსის 25-ე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 წლის დიმიტრი კოსტენკოვის ცხედარი მაღალსართულიანი სახლის ეზოში იპოვეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
დიმიტრი კოსტენკოვი ინტერნეტსივრცეში ცნობილი იყო Amoral-ის ფსევდონიმით. მას YouTube არხზე 600 000 გამომწერი ჰყავდა. მისი არხი, ძირითადად, პოდკასტებზე და სხვა ბლოგერების კონტენტის ანალიზზე იყო ორიენტირებული.