თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის წყვილის გარშემო ბოლო დროს თბილისში ისევ ბევრს ჭორაობენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათი “ლავსთორი” საჯარო გახდა, მუდმივად მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყვნენ. თბილისში ისევ საუბრობენ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თათია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Ambebi.ge-ს წყარო უყვება, რომ ახლა მათ ცხოვრებაში არც თუ ისე კარგი პერიოდია და ისინი გაყრის ზღვარზე არიან. ჩვენი ინფორმაციით, ჯარჯი თორაძეს ბოლო დროს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, თათია, მუდმივად გვერდით ედგა მეუღლეს და მისი მთავარი დამხმარე და მხარდამჭერი იყო.
მიუხედავად იმისია, რომ ისინი საჯარო პირები არიან და მათ მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, ჩვენ ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციას არ გამოვაქვეყნებთ, მათი თანხმობის გარეშე, თუმცა წყარომ არაერთი საინტერესო დეტალი მოგვაწოდა.
წყარო: ambebi.ge