დიდთოვლობის გამო, რიკოთის საავტომობილო უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია. მოქალაქეები იტყობინებიან, რომ რამდენიმე საათია მოძრაობა ფაქტობრივად გაჩერებულია და წარმოქმნილია საცობები.
“ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია” – იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.