ბრაზილიაში, გუარუჯაში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-16 სართულზე, ქალს ფანჯრის წმენდის დროს ფეხი დაუცდა.
ის რაფას ჩამოეკიდა. ფეხებით ქვედა სართულის ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა, სწორედ ამის ხარჯზე შეძლო თავის შეკავება და არ ჩავარდა. ის ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა.
- მედიაში აღნიშნულის ამსახველი ვიდეო ვრცელდება, რომელიც მოპირდაპირე კორპუსიდან არის გადაღებული
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში იყო ამ მდგომარეობაში და შველას ითხოვდა.
საბოლოოდ კი მეზობლებმა შეძლეს ბინაში შესვლა და მისი გადარჩენა.
ნახეთ ვიდეო: