მამაკაცს ორი წლის გოგონას მკვლელობაში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
გაერთიანებულ სამეფოში, იპსვიჩის სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც თავისი მეგობარი ქალის ორი წლის გოგონა მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ნაფიცმა მსაჯულებმა 24 წლის სკოტ ჯეფი დამნაშავედ ცნეს იზაბელა უილდონის მკვლელობაში, ასევე ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოტ ჯეფს ურთიერთობა ჰქონდა ბავშვის დედასთან, ბაგა-ბაღის ყოფილ თანამშრომელ ჩელსი გლისონ-მიტჩელთან.
პოლიციამ იზაბელა უილდონი ჩაკეტილ აბაზანაში, საბავშვო ეტლში იპოვა. მას თავის, კისრის, ტანისა და კიდურების არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. ბავშვს მკლავები და მენჯი მოტეხილი ჰქონდა. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ბავშვი ძლიერი დარტყმის შედეგად, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ იზაბელას სიკვდილი ძვლის ტვინის ემბოლიამ გამოიწვია. ბავშვის ორგანიზმში კოკაინისა და კანაფის კვალიც აღმოჩნდა.
სასამართლომ ასევე ბავშვის მკვლელობის მცდელობის აღუკვეთელობასთან დაკავშირებით, დამნაშავედ ცნო მისი დედა, გლისონ-მიტჩელი და მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.