ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცეკური“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა, ჩვენი აღზრდილი და ანსამბლის დიდი გულშემატკივარი იყო ანი, არ არსებობს სიტყვები რომელსაც ამ ტკივილის შემსუბუქება შეუძლია! ანსამბლის შემოქმედებითი ჯგუფისა და თითოეული წევრის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და სულიერ სიძლიერეს ვუსურვებთ!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის გოგოს მოულოდნელად გული გაუჩერდა.