ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა ერთი ავტომობილის მძღოლი, ხოლო მეორე მანქანაში მყოფი ქალბატონი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ.
“ორი ქალბატონი შემოიყვანეს. ერთი დაახლოებით შემოყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა. მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა და რეანიმაციისა გარდაიცვალა. მეორე ქალბატონი სტაბილურად მძიმეა, გონზეა უტარდება კვლევები” – უთხრა “სამხრეთის კარიბჭეს” კლინიკა «იმედის» დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ.
გარდაცვლილი ახალაგაზრდა 28 წლის გოგიტა კაჭკაჭაშვილია. ავარიის დროს ის ავტომობილს მართავდა. მას მეუღლე და თვეების შვილი დარჩა. კაჭკაჭაშვილი სოფელ არლელიდან არის.