სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარში მომხდარი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. კიდევ შვიდი დაშავდა ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
სერბული მედია იუწყება, რომ ხანძარი გააჩინა კაცმა, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს. მან საკუთარ ოთახში ლეიბს ცეცხლი გაუჩინა. აალების მომენტში თავშესაფარში 30 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ მაშველებმა უმეტესობის გადარჩენა მოასწრეს.
დაშავებულებს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.