![bailey-hutchins-1140x760](https://geonews.site/wp-content/uploads/2025/02/bailey-hutchins-1140x760-1-1024x683.webp)
TikTok-ის ვარსკვლავი, ბეილი ჰაჩინსი 26 წლის ასაკში, სიმსივნესთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტი მისმა ქმარმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ახალგაზრდა ქალს 2023 წელს, 24 წლის ასაკში, მე-4 სტადიის კოლორექტალური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც მეტასტაზები ჰქონდა.
ქალი სოციალურ ქსელში სწორედ თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა. მას TikTok-ზე 170 000 გამომწერი ჰყავდა, მის ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა აქვს.