
კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა ბებია მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში მოხდა.
- გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 35-წლამდე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.
ადგილობრივების ინფორმაციით, “ახალგაზრდა კაცმა ბებიას თავში ჩაარტყა რაღაც და მოკლა”.
როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ambebi.ge