სოციალურ ქსელებში ერთი ძველი ამბავი გაიხსენეს, რომელიც 2022 წელს მოხდა;
77 წლის ქალის მტკიცებით, ის დისშვილის მეუღლემ “ჩუსტით” სცემა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ქალს სახის არე დალურჯებული ჰქონდა. მოხუცი დაპირისპირების დაწყების მიზეზად ქონებას, საცხოვრებელ სახლს ასახელებს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
მოხუცის ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა დისშვილის მეუღლე დააკავეს. მას ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული.
ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.