
ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, უკვე ერთი თვეა შვილს, ალექსანდრე მიქელაძეს სულმოუთქმელად ელოდება. მას ყველაზე მეტად შვილის ჩახუტება ენატრება.
ნათია სოციალურ ქსელში ალექსანდრეს მიმართავს:
“ნეტა იცოდე როგორც მჭირდები… ღმერთო ყოვლის შემძლე, დამიბრუნე გთხოვ”,-წერს ნათია.
შეგახსენებთ, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.