
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დედოფლისწყაროში, სოფელ ხირსაში, თბილისის დროით 03:12 საათზე მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა.
“საშინელმა ხმამ გაგვაღვიძა” – გვწერენ კახეთიდან.
