
მსახიობი მაკა შალიკაშვილი განსაკუთრებული ნიჭისა და ხმის ტემბრის გამო საზოგადოებამ დიდი ხანია შეიყვარა.
იგი ამჯერად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც გაიხსენა ისტორია, როგორ დაემართა დეპრესია და რამ გამოიწვია ის:
„მე საერთოდ მიყვარს მარტოობა. ყოველთვის როცა მარტო ვარ ეს არის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა. ვკითხულობ ფურცლიდან ფურცლამდე ლექსებს. ცხოვრებაში მქონდა მომენტი, როდესაც დავრჩი სცენის გარეშე და მე აღარ მქონდა იმის საშუალება რომ ვმდგარიყავი იქ. ვერ დავდიოდი ვერცერთ სპექტაკლზე და ვერ ვუყურებდი სხვა როგორ თამაშობდა. სანამ არ ვიპოვე პასუხი რატომ მოხდა ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში, მანამ ვერ დავმშვიდდი. სანამ მე სხვას მივმართვდი დასახმარებლად აღმოვაჩინე, რომ ისინი თავად იყვნენ დასახმარებლები. ოთარ ჭილაძის ლექსი წავიკითხე და ამის შემდეგ დავფიქრდი. აღმოვაჩინე საკუთარი თავი და მივხვდი რომ შველა იყო ჩემ თავში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უფალს და ჩემ მშობლებს. მე ცხოვრებაში არაფერი მომცემია ლანგრით, არ მაქვს ფუფუნება დავწვე და არ ავდგე ლოგინიდან ერთი თვე. მე ყოველ დღე ვიხდი ფულს იმისთვის, რომ ვიცხოვრო ბინაში“, – ჰყვება მაკა შალიკაშვილი.