ჩინეთის სამხრეთით, ქალაქ ჭუხაიში ავტომობილი ხალხმრავალ ადგილას შევარდა. შედეგად დაღუპულია 35 და დაშავებულია 40 ადამიანი, – იუწყება CNN-ი.
ავტომობილი შევარდა სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე იმ დროს, როდესაც ადამიანები ღია ცის ქვეშ ვარჯიშობდნენ.
62 წლის მძღოლი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის გაქცევას ცდილობდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც საშუალო და ხანშიშესული ადამიანები, ასევე მოზარდები და ბავშვები.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სპორტული მაღალი გამავლობის ავტომობილი მოედნის მთელ პერიმეტრზე შევარდა.
ჭუხაის სპორტულ ცენტრში არის ღია ბილიკი ყოველდღიური ვარჯიშებისთვის, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ხშირად სტუმრობენ. ინციდენტის შემდეგ ცენტრი დროებით დაკეტეს.