
სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 09:13-ზე, მთვარე კუროშია
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
ვერძი
არ უნდა უპასუხოთ უხეშ ადამიანს, რომელიც, თქვენი აზრით, ძალიან მკაცრია – ყურადღება უნდა მიაქციოთ არა ფორმას, არამედ შინაარსს, რისი გადმოცემაც სურს თქვენთვის – ეს შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
კურო
როდესაც ეძებთ პასუხს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ – ან პროფესიულ კითხვაზე, დარწმუნდით, რომ ამ შემთხვევაში არ აურიეთ მომხდარის მიზეზები შედეგებთან და ყველაფერი მაშინვე თავის ადგილზე დადგება.
ტყუპი
ადამიანმა, რომელსაც ერთხელ, განზრახ თუ უნებლიედ, აწყენინეთ, შეიძლება მოინდომოს, ისარგებლოს მომენტით და შური იძიოს თქვენზე, თქვენი ამოცანაა – არ მისცეთ მას ასეთი შანსი.
კირჩხიბი
არ უნდა უპასუხოთ არაკეთილსინდისიერების ნეგატიურ შეტევებს. მათ ნეგატიურობას თქვენთან არაფერი აქვს საერთო და მიეცით საშუალება, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ პრობლემებს.
ლომი
ეცადეთ, საყვარელ ადამიანს არ დაუმალოთ ის, რისი გარკვევაც თავად შეუძლია: სიმართლე შეიძლება გაირკვეს ყველაზე შეუფერებელ მომენტში და შედეგად, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები დაზარალდება.
ქალწული
ბოლო პერიოდში დაგროვილმა დაღლილობამ შესაძლოა დღეს თავი იჩინოს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ძალების გამოთვლა და შრომა აჩქარების გარეშე – ამ გზით შეძლებთ მაქსიმუმის გაკეთებას, რაც დაგეგმეთ.
სასწორი
ფსიქოლოგების რჩევა, რომ ურთიერთობაში არსებული ყველა პრობლემა საუბრით მოაგვაროთ, დღეს გამართლებული მეთოდი არ არის, პირიქით, რაც უფრო ნაკლებად დაეკონტაქტებით საყვარელ ადამიანს, მით უკეთესი – მისთვისაც და თქვენთვისაც.
მორიელი
დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, აუცილებელია იპოვოთ შესაძლებლობა, რომ ცოტა დრო მაინც დაუთმოთ ახლობლებს – პირველ რიგში, ოჯახის წევრებს, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ მეგობრებიც.
მშვილდოსანი
ეცადეთ, არ იმოქმედოთ უხეშად, როდესაც ცდილობთ მიაღწიოთ პროფესიულ მიზანს; თქვენ უნდა მიუახლოვდეთ მას მშვიდად და აჩქარების გარეშე, ამ გზით გაცილებით მეტი შანსი გაქვთ მიიღოთ ის, რაც გსურთ.
თხის რქა
ნუ აიძულებთ საყვარელ ადამიანს გააკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ, თუნდაც ეს ერთადერთი სწორი გზა იყოს: მიეცით მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, რომ თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე – და ზეწოლის გარეშე.
მერწყული
დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ მნიშვნელოვანი პროფესიული პროექტის განხორციელება – გარემოებები განვითარდება ისე, რომ ნებისმიერი – თუნდაც ძალიან რთული – ბიზნესი გახდება წარმატებული და მომგებიანი.
თევზები
ენერგია, რომლის დეფიციტი დღეს არ გექნებათ, ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული: აზრი აქვს მის დახარჯვას მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. გამოთავისუფლებული დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს, გაატარეთ დრო ერთად და მხიარულად.