
ავტოსაგზაო შემთხვევას დმანისში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 18 და 19 წლის ორი ახალგაზრდა. შემთხვევა კვირას მოხდა.
მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა კონტროლი დაკარგა და ამოტრიალდა. ორივე ახალგაზრდა შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა.
ერთ-ერთი დაღუპული 19 წლის გუკა ადუაშვილია.