
დედაშენმა მკვდარი არაა ჩემი შვილიო ყველგან ვრეკავო შოთოო დენი რო არტყამს ადამიანს სილაში აწვენენ და ცოცხალია იქნება ჩემი ანგელოზი შვილიო ველოდები სახლშიო ლალიკოო რით გიშველოოო ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან
მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო
ახლა საერთოდ ყველა გავიყინეთ
დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს ლალი გითანაგრძნობ შენი ანგელოზის შენი დათუნას გარდაცვალებას შენი ხმა არ ამომდის ყურებიდანარ იმსახურებდიი ამას არაა
შოთო ჩემი მშრომელი შვილი დენმა მომიკლაო
ჩემი იმედი
ჩემი ყველაფერი აღარ მყავს არააა
ღმერთო აცხოვნე დათუნა და მის დედას მიეცი ძალა რომ იცოცხლოს… იცოცხლოს… მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი იარაშეუხორცებელი მივა შვილის საფლავთან და ჩასძახებს: დედა მოგიკვდეს შვილო”
არცერთ დედას არ უნდა უკვდებოდეს შვილი რა უნდა უთხრა რითი უნდა დაგამშვიდო ლალი და განუგეშო ჩვენო უკეთილშობილესო
როგორ მტკივა შენი ტკივილი და არმემეტები ამ სიმწარისთვის..
განა ადვილია საკუთარი ხორცის ნაწილის, საკუთარი სისხლის დაკარგვა, გამიგონია ბრძენთაგან: „მშობელმკვდარი ბავშვისთვის კაცობრიობას „ობოლი“ შეურქმევია, მეუღლეგარდაცვლილისთვის – „ქვრივი“, მაგრამ შვილმკვდარი მშობლისთვის ჯერ კაცობრიობას სახელი არ შეურქმევია, იმდენად დიდია ამ კანონზომიერების რღვევის განაჩენი.“ მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა .
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი დათუნას ლამაზი სული
გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა დათო ბერიძე ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ოქროს ბიჭი შენთან რა უნდოდა სიკვდილს…
‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს…
ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა მის გამწარებულ ოჯახს რომელმაც შვილი დაკარგა… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ, ჩვეულებრივად მოვიდა დედამიწაზე გაგვივსო გულები სიყვარულით
და წავიდა ზეცაში..
და გადაინაცვლა მარადიულობაში…
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ….
ეს არის ტრაგედია რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ…
ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე.. დღეს მგლოვიარეა ჩემი ბათუმი შავებით შეიმოსა….
ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…