რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
რთული და ემოციურად არასტაბილური დღეა. შესაძლოა, ბევრი ფიქრი, ნერვიულობა და კამათი მოგიწიოთ. შანსი გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანს დაეხმაროთ და საკუთარი შეცდომები გამოასწოროთ. ამ დღეს უმჯობესია კონტაქტები შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ცხოვრებაში ზოგი ძველი პრობლემა დაბრუნდეს. მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ბოლომდე გულახდილი ნუ იქნებით.
კურო
ამ დღეს რთული საკითხების გადაჭრაში შემოქმედებითი აზროვნება და კომუნიკაციის უნარი დაგეხმარებათ, მდიდარი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი კი მოულოდნელ დასკვნამდე მიგიყვანთ. ამ დღეს ყველა საქმე ფინანსებს უკავშირდება. აუჩქარებლად იმოქმედეთ. სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ, ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ.
ტყუპები
ეცადეთ, თქვენი დრო სამუშაოსა და საოჯახო საქმეებს შორის ისე გაანაწილოთ, რომ ოჯახური ურთიერთობები არ დააზიანოთ. 15 ნოემბერს რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა მოგიწევთ. გამორიცხული არ არის, რომ დაგეგმილი დასვენება გააუქმოთ და ამის ნაცვლად, დამატებითი სამუშაოს შესრულებას შეუდგეთ. საყვარელი ადამიანების რჩევები ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ უფრო ხშირად უნდა მოუსმინოთ.
კირჩხიბი
მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სავარაუდოდ, მოულოდნელი პრობლემა ძალიან აგანერვიულებთ, მაგრამ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით. საღამოს ეცადეთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და დაისვენოთ.
ლომი
შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ამ დღეს აუჩქარებლად, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იმუშაოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახის ბიუჯეტის გადახედვისა და ხარჯების შეზღუდვისთვის. სიტყვები აკონტროლეთ, თორემ კოლეგებთან კონფლიქტებს თავიდან ვერ აიცილებთ. ზოგადად, უმჯობესია, კონტაქტები შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ.
ქალწული
დღის პირველი ნახევარი ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. შეძლებთ, ყველაზე რთული თუ უსიამოვნო ამოცანები თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ. სიტყვები აკონტროლეთ, რომ თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ. მოულოდნელობებით სავსე დღეა, თუმცა ნურაფრის შეგეშინდებათ. ადაპტაციის უნარის დახმარებით ყველა სირთულეს დაძლევთ.
სასწორი
ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ნუ მისცემთ წვრილმან უსიამოვნებებს უფლებას, განწყობა გაგიფუჭონ. დილიდან გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. საღამოს კი უამრავი საქმის გამოგიჩნდებათ, რომლებიც ფანტაზიასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. თუ უსიამოვნო სიმპტომები იგრძენით, ექიმთან მისვლა არ გადადოთ.
მორიელი
ამ დღეს ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბათ, რომ არაფერი გამოგეპაროთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემა არ იჩქაროთ და საკუთარ სიტყვებს დაუფიქრდით, რომ შეცდომა არ დაუშვათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – ის არ გიღალატებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა უნდა გამოიჩინოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შესაძლოა, გეგმების შეცვლა და მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწიოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ მცირე გაუგებრობას ურთიერთობაში სირთულეები და გაუცხოება მოჰყვება. კომპრომისის პოვნა ადამიანებთანაც კი გიჭირთ, ამიტომ უმჯობესია, მნიშვნელოვანი საუბრები ან საქმიანი დისკუსიები სხვა დროისთვის გადადოთ. ინტუიცია საშუალებას მოგცემთ, სწორი დასკვნა გამოიტანოთ, სიფრთხილე და წინდახედულობა კი შეცდომებისგან დაგიცავთ.
თხის რქა
წარმატებული და ხალისიანი დღეა. ბევრი საინტერესო ნაცნობობა და ნათელი შთაბეჭდილებები გელით. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან გულწრფელობისგან და პირად ინფორმაციას ნურავის გაუზიარებთ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში გარკვეული კორექტივების შეტანა მოგინდეთ, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები შესაძლებლობებს მოარგოთ.
მერწყული
ამ დღეს პრობლემები შეიძლება ყველაზე მოულოდნელ დროს და ადგილას წარმოიშვას. ყურადღება არ მოადუნოთ, თუნდაც ყველაზე მარტივ და კარგად ნაცნობ საკითხზე მუშაობდეთ. ხელსაყრელი დღეა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს. შესაძლოა, ისეთი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებსაც ადრე მოკავშირეებად არ მიიჩნევდით.
თევზები
დღევანდელი ნაცნობობა დადებით ემოციებს არ მოგიტანთ. ეცადეთ, ძველ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ. მოთმინება გამოიჩინეთ მუშაობის დროს – სასურველი შედეგის მიღებას დიდი დრო დასჭირდება. სულიერი განვითარებისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგი იქნება, თუ ეკლესიაში წახვალთ.