
შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
ვერძი
თუ უნდა დაარწმუნოთ ვინმე თქვენს სიმართლეში, არ უნდა დაკარგოთ დრო, თქვენ იპოვით ზუსტად იმ არგუმენტებს, რომლებიც შთაბეჭდილებას მოახდენს ყველაზე დაუღალავ თანამოსაუბრეებზეც კი.
კურო
არასოდეს მოატყუოთ ახლობლები და მით უმეტეს დღეს: ტყუილი, რაც არ უნდა კარგად შენიღბოთ, ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება და ურთიერთობაში ბზარს შეგიქმნით, რომელსაც ვერ გამოასწორებთ.
ტყუპი
დღე ხელსაყრელია სწავლისთვის, რეკორდულ მოკლე დროში შეძლებთ მაქსიმალურად აითვისოთ ინფორმაცია, რომელიც გამოგადგებათ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში უახლოეს მომავალში.
კირჩხიბი
ვინც დახმარებას გთხოვთ, შეეცადეთ უზრუნველყოთ იგი რაც შეიძლება სწრაფად და დაუმადლებლად. სიკეთე, რომელსაც დღეს გააკეთებთ, ასმაგად დაგიბრუნდებათ.
ლომი
არ უნდა აიღოთ ახალი ამოცანები, თუნდაც ისინი ეხებოდეს საყოფაცხოვრებო სამუშაოებს, ისე, რომ არ დაასრულოთ ძველი საქმეები: ისინი შეანელებენ თქვენს წინსვლას.
ქალწული
დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ახალ ფაქტებს, რომლებიც ამ დღეს თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ორშაბათს უკვე გამოგადგეთ პროფესიული საკითხების გადაჭრას.
სასწორი
დღე წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასვენების დღის მიუხედავად, წინასწარ შეიმუშავებთ დეტალურ გეგმას და სკრუპულოზურად მიჰყვებით მას, წინააღმდეგ შემთხვევაში დროს დაკარგავთ.
მორიელი
თუ შემთხვევით სხვისი საიდუმლოს მფლობელი გახდებით, შეეცადეთ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მაშინვე დაივიწყოთ ეს, დიდია იმის ალბათობა, რომ მტერი გახადეთ იმ ადამიანისთვის, ვის საიდუმლოც გაასაჯაროებთ.
მშვილდოსანი
თქვენი ოცნებები დროთა განმავლობაში აუცილებლად იქცევა რეალობად – მთავარია, სამყაროს უხერხულობისა და მოკრძალების გარეშე სთხოვოთ სასწაულების მაქსიმუმი, რაც მეტს მოისურვებთ, მით მეტს მიიღებთ.
თხის რქა
ნუ ჩქარობთ იმ სამუშაოების დასრულებას, რომელსაც დიდი ხანია აკეთებთ, პირველ რიგში, შეასწორეთ ყველა წვრილმანი, რათა არ მოგიწიოთ უკან დაბრუნებამ და შეცდომებზე მუშაობამ.
მერწყული
არ უნდა შეეჭიდოთ სერიოზულ პროექტებს, თუნდაც ისინი მხოლოდ საყოფაცხოვრებო საქმეებს ეხებოდეს, დღეს მათ განსახორციელებლად საკმარისი ენერგია არ გექნებათ, ამიტომ ჯობია დაისვენოთ.
თევზები
თუ გაქვთ გარკვეული ცოდნა ან გამოცდილება სხვებისთვის გასაზიარებლად, უნდა დაგეგმოთ ლექციის წაკითხვა ან ტრენინგის ჩატარება, თქვენი რჩევები და რეკომენდაციები გარშემო ყველას გამოადგება.