
საქართველო-სომხეთის დაპირისპირება გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე მასობრივად შეიჭრა და ზოგიერთი მათგანი, მეტოქე გუნდის ტრიბუნებთანაც მივიდა.
შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ვიდეოში ისმის, როგორ სკანდირებენ ტრიბუნებზე დარჩენილი გულშემატკივრები – „სირცხვილი“-ას იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც მოედანზე შეიჭრნენ.
მომხდარის გამო, უეფამ ფეხბურთის ფედერაცია შესაძლოა 30 000 ლარით დააჯარიმოს. ამასთან, არის საფრთხე, რომ ეროვნულ ნაკრებს 1 ან 2 საშინაო მატჩის ჩატარება ცარიელ ტრიბუნებზე მოუხდეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა უეფა მკაცრ ზომებს მომხდართან დაკავშირებით.
იხილეთ კადრები: