
პატარძალმა ქორწილის წინ გაიგო, რომ დედამთილი საქმროს ისევ ძუძუს აწოვებდა. ამის შესახებ Daily Mirror წერს.
უჩვეულო ინციდენტი აღწერილი იყო საქორწილო პოდკასტში The Unfiltered Bride. მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ გაიხსენა, რომ ერთხელ პატარძალი ტუალეტში წაიყვანა, რათა მას ჩაცმაში დახმარებოდა, თუმცა ტუალეტში შესულს მოულოდნელი სურათი დახვდა – ტუალეტში საქმრო დედასთას ერთად იყო, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ზრდასრულ მამაკაცს ძუძუს აწოვებდა.
პოდკასტის ავტორის თქმით, პატარძალი ამ ამბით ძალიან შეშფოთდა, თუმცა ამის მიუხედავად, მან ქორწილი არ გააუქმა.
პოდკასტის წამყვანებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ დედას, ასაკის მიუხედავად, ისევ ჰქონდა რძე და ამიტომ ის ისევ აგრძელებდა შვილის ძუძუთი კვებას.