
ქუთაისის მიმდებარედ, აეროპორტის გზაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
როგორც გამოცემას თვითმხილველებმა განუცხადეს, ქვეითი შემთხვევიდან მალევე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.