
წყალტუბოს „სამგურალი“ ყოფილი ფეხბურთელის დაღუპვის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს: „სამწუხარო ამბავი გვაქვს: 23 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა „სამგურალის“ ყოფილი ფეხბურთელი ლეანდრო ლიმა. ბრაზილიელი ნახევარმცველი „სამგურალში“ 2023 წლის სეზონში თამაშობდა და საქართველოს თასზე გოლიც აქვს გატანილი. ჩვენი კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს“, – ვკითხულობთ პოსტში.