
მიმდინარე წლის თებერვალში თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მომღერალი კლინიკაში იწვა.
როგორც მაშინ გაიარკვა, თიკას მკლავზე გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ამ თემაზე ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გაამხილა:აღმოჩნდა, რომ თიკას მოულოდნელად მელანომის (კანის სიმსივნის სახეობა) დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.
“რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა და ეს შრამიც უკვე შევიყვარე“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.