რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დროა, აქტიურობა შეამციროთ და შესრულებული სამუშაო გააანალიზოთ. შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის უფრო სწრაფი გზა ნახოთ ან შეცდომების გამოსწორება შეძლოთ. ცოტა ხნით განმარტოება თქვენთვის სასარგებლო იქნება. ჯერჯერობით ახალი იდეების განხორციელებისთვის მზად არ ხართ, მაგრამ მალე ამის დროც მოვა. საღამოს საყვარელ ადამიანებთან საუბარი უსიამოვნებებს დაგავიწყებთ.
კურო
ამ დღეს ბედმა შესაძლოა, უსიამოვნო სიურპრიზები მოგიმზადოთ. ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, ახალ პროექტებზე მუშაობა კი შეიძლება შეფერხდეს. თანდაყოლილი გონიერება და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, ახალი თანამოაზრეები იპოვოთ. თუ არ გსურთ, რომ თქვენი საფულე და ავტორიტეტი დაზარალდეს, ხელს ნუ მოჰკიდებთ საქმეს, რომელიც კარგად არ იცით.
ტყუპები
ყველა სამუშაო გვერდით გადადეთ და დაისვენეთ. 16 ნოემბერს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და სახლის მყუდრო ატმოსფერო მოდუნებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ზოგი საკითხის მოსაგვარებლად არასაკმარისი ინფორმაცია გაქვთ. საღამოს სასიამოვნო სიახლეები გელით.
კირჩხიბი
ახლობელი ადამიანებისთვის იდეების გაზიარება და სამომავლო გეგმებზე საუბარი სასარგებლო იქნება. ყურადღებით მოუსმინეთ რჩევებს და კრიტიკულ შენიშვნებს და გაითვალისწინეთ – ეს შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს დაწყებული ნაცნობობა მალე თბილ, მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზრდება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ – შესაძლოა, სასურველი რეალობად მიიღოთ და შეცდეთ. ამიტომ რამდენიმე დღე უნდა დაიცადოთ.
ლომი
ამ დღეს ფინანსური საკითხები პრიორიტეტული იქნება. სასურველია, რომ ასეთი საკითხები საყვარელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ, რომლებიც შემოსავლის ახალი წყაროების პოვნაში დაგეხმარებიან. თავი შეიკავეთ მაღაზიებში სიარულისგან, თორემ საფულეს მთლიანად დააცარიელებთ. მოიმარაგეთ თავაზიანი უარის ვარიანტები, რომ კოლეგებმა თავიანთი ვალდებულებები თქვენ არ გადმოგილოცონ. ბიზნესში იღბალი თქვენს მხარეს იქნება.
ქალწული
ამ დღეს საოჯახო საქმეებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან სახლის მყუდრო ატმოსფერო დასვენებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. შოპინგი და სასიამოვნო შესყიდვები განწყობას აგიმაღლებთ, ამიტომ შეგიძლიათ, თავს ცოტა მეტის დახარჯვის უფლება მისცეთ. ურთიერთობის დამყარება არ გიჭირთ – თქვენი პიროვნული თვისებები ყველას მოხიბლავს.
სასწორი
ძველი მეგობრები ან კოლეგები ოცნების ასრულებაში დაგეხმარებიან. დაურეკეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ და მეგობრებს შეხვდით. შეიძლება, ვიღაცისთვის საკუთარი კომპეტენციის და გამოცდილების დამტკიცება მოგიწიოთ, თუმცა ნუ ინერვიულებთ – ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით. გარშემომყოფები თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მხარს უჭერენ და გეხმარებიან.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. მარტოხელა მორიელებს შანსი აქვთ, რომ ვიღაც განსაკუთრებულს შეხვდნენ და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყონ. მთავარია, ნებისმიერ ვითარებაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ნერვიულობამ შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილეა. ნუ გახდებით საეჭვო სქემების მონაწილე, რომელშიც ვიღაც თქვენს ჩართვას ცდილობს.
მშვილდოსანი
თუ თქვენს ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.
თხის რქა
დღის პირველი ნახევარი უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. რაც არ უნდა გააკეთო, იღბალი თქვენს მხარეზეა. ახალი გზებისა და შესაძლებლობების ძიება წარმატებული იქნება და ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ურთიერთობაში უხეშობას და აგრესიას ერიდოთ, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი არ გაანაწყენოთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ დღემ მარტოხელა თხის რქას რომანტიკული სიურპრიზი მოუწყოს.
მერწყული
საყვარელი ადამიანები რომ არ გაანაწყენოთ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, დიპლომატიური უნარები გამოიჩინოთ და თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობები არ გააფუჭოთ. მოერიდეთ ახალი პროექტის დაწყებას, რადგან შედეგი შეიძლება თქვენთვის არასასურველი იყოს. შესაძლებელია ძალიან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან.
თევზები
გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ, რადგან მისი შედეგი შეიძლება არ მოგეწონოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა გამოიწვიოს. ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებს გაერიდოთ და სხვა საქმეზე გადაერთოთ. გახსოვდეთ, ახლობელი ადამიანები თქვენგან სიყვარულსა და გაგებას ელიან.