
მსახიობი, ტელეწამყვანი ია ფარულავა რამდენიმე გამომწერის თხოვნით, სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორც ძალადობს ერთი მოზარდი მეორეზე ფიზიკურად.
„თბილისში 13 წლის გოგონა მოხვდა ძალადობის ეპიცენტრში – რამდენიმე მოზარდი ბიჭიდან ერთ-ერთი ფიზიკურად დაესხა თავს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
ბიჭის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
10 თინეიჯერმა მომწერა თხოვნით, რომ დამედო ეს ვიდეო“, – წერს ია ფარულავა.