
აშშ-ის სანაპირო დაცვა ფლორიდაში, სენტ-ლუსი ინლეტის მახლობლად ნავის ჩაძირვის შემდეგ დაკარგულ ხუთ ადამიანს ეძებს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილას ოთხი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ერთი კი გარდაცვლილი იპოვეს.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნავი პარასკევს ჩაიძირა. ისინი დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.