საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ვაჟი გაქრისტიანდა. დამიანე კვარაცხელია 12 ნოემბერს მონათლეს.
ნათლობის შემდეგ ვახშამი ფუნიკულიორზე გაიმართა, იქ, სადაც მანამდე ხვიჩას და ნიცას დაოჯახება აღნიშნეს.
ახლახან, სამთავროს დედათა მონასტრის ფეისბუკ-გვერდზე ნათლობის ფოტოები განთავსდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე ორი წლის წინ იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.