ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის ბოლო ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩეხეთს შეხვდება.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ეროვნული ნაკრები ფეისბუქის გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ავრცელებს.
„ბოლო თამაში, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. შემდეგ უკვე, მნიშვნელოვანი იქნება, ისევ ისე მოვემზადოთ, ვიშრომოთ, როგორც აქამდე.
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს აქვს იმის რესურსი, რომ წარმატებული იყოს, როგორც 2024 წელს იყო და უფრო წინ ვიაროთ. წინ ვივლით, ჩემი აზრით, იმიტომ რომ, გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ განვითარება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ცნობისთვის, უკრაინასთან ფრედ 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. სატურნირო ცხრილის ლიდერთან ორთაბრძოლა, როგორც ერთი, ასევე, მეორე გუნდისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
შეხვედრა 23:45 წუთზე დაიწყება.