
ცნობილი ინფლუენსერი თი მაჭავარიანი და გიორგი გაწერელია ერთმანეთს დაშორდნენ. თის თქმით, გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და ეს ცვლილება მის ემოციურ მდგომარეობაზე ცუდად არ ასახულა.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ “სთორიში” ბლოგერმა განმარტა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა ამას ნეგატიური ფონი არ ახლავს.
“მე და გიორგი ერთად აღარ ვართ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. უბრალოდ, ჩვენი ცხოვრებისეული ეტაპი გვქონდა და ჩვენი გზები გაიყო, ასე გადავწყვიტე მე. მაგის გამო ცუდად არ ვარ, დეპრესიაში არ ვარ… ასე მოხდა, რა…”, – ამბობს მაჭავარიანი.
თის თქმით, ის ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს და ცხოვრებას ახალი ფაზით განაგრძობს.