თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, შემთხვევა კოსტა-რიკაში მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების ცნობით, პატარა თვითმფრინავი კოსტა-რიკის დედაქალაქის, სან-ხოსესკენ მიფრინავდა და მის ბორტზე 6 მგზავრი იმყოფებოდა.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, მეექვსე მგზავრი, 31 წლის ქალია და მისი მდგომარეობა მძიმეა.
კოსტა-რიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ კოსტა-რიკის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.