“ტიკტოკერ” მარის საცხოვრებელი, რომელშიც იგი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, დედამისს გადაეცა. ამის თაობაზე ინფორმაცია და ვიდეომასალა დინა ნაწიფაშვილმა გაავრცელა, რომელიც მარის ახლო მეგობარი იყო.
„ძალიან გაუხარდა, სულ ტირის…“ – აღნიშნა ვიდეოში დინამ, როდესაც სახლი სატვირთო მანქანით მარის დედას ჩაუტანეს.
დინა ნაწიფაშვილმა იქვე აღნიშნა, რომ მინდობით აღზრდაში მყოფ მარის შვილზეც იზრუნებს.