![473036288_999977598822935_7630349266230980554_n-790x550](https://geonews.site/wp-content/uploads/2025/01/473036288_999977598822935_7630349266230980554_n-790x550-1.jpg)
თბილისის 168-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს მე-5 კლასის მოსწავლის, მიშიკო ამანათაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო…
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე ონავარო ბიჭო“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
როგორც ” გურია ნიუსს” წყარომ განუცხადა, მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
“საშინელი ტრაგედიაა. მიშიკო ავარიაში მამასთან ერთად მოხდა და დაიღუპა, მამა კი გადარჩა”, – ამბობს წყარო.