აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, ზურაბ ხურციას გარდაცვალების გამო.
ბატონი ზურაბი არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის, რამდენიმე წიგნისა და სალექციო კურსის ავტორი.
მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის, შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში. ის იყო კეთილშობილებით გამორჩეული პიროვნება, ერთგული მეგობარი და კოლეგა.
ვუსამძიმრებთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.