
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში – ცენტრალურ მოედანზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.