
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ, ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. გზაზე დროებით შეფერხებული იყო მოძრაობა.
წყარო: “მთავარი არხი”