
დუტა სხირტლაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საბავშვო გადაცემის, „პატარების დიდი შოუს“ წამყვანი გახლდათ. დუტა სხირტლაძემ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია
„იმედი“ და შესაბამისად გადაცემაც დატოვა.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ „პატარების დიდი შოუს“ წამყვანი დუტა სხირტლაძის ნაცვლად, ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი, ვასიკო ოდიშვილი იქნება.
ახალმა ინფორმაციამ საზოგადოება გაახარა და პოსტმა თბილი
კომენტარები დაიმსახურა:
„შეუცვლელი არავინაა წარმატებები შოუს და წამყვანს“,
„ვასიკოს საოცარი იუმორი აქვს, ვფიქრობ კარგად გამოუვა
პატარებთან ურთიერთობა. წარმატებები“,
„ვულოცავ ვასიკოს და მჯერა დუტაზე ნაკლები ნიჭიერი არ არის,
იქნებ უკეთესიცაა“,
„ვასიკო ბევრად საინტერესო პიროვნებაა, ვულოცავ პატარებს და
ვულოცავ „იმედს“,
„როგორ მივხვდეთ, იქნებ სხვას უკეთესად მიჰყავს სულ ერთი და
იგივე სახეებია ყველგან“,
„მჯობნის მჯობნი არ დაილევა“, – წერენ კომენტარებში.
