
ლაშა უჩავამ “დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში მაყურებელს მარტივი და ჯანსაღი კოქტეილის რეცეპტები გაუზიარა. მისი განმარტებით, ახალ წელს მომატებული კილოგრამების დასაკლებად ეს საუკეთესო საშუალებაა.
ბოსტნეულის კოქტეილისთვის დაგჭირდებათ:
- კიტრი
- სტაფილო
- ნიახურის ღეროები
მომზადება:
სამივე ინგრედიენტი გამოწურეთ, მიღებული კოქტეილი კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი დღის განმავლობაში. ორგანიზმის დექტოქსისთვის შეგიძლიათ ერთი დღე მხოლოდ ეს სასმელი მიიღოთ ან მიირთვათ მსუბუქად, მაგალითად, მოხარშული ხორცი.
ხილის კოქტეილისთვის დაგჭირდებათ:
- ფორთოხალი
- კივი
- ჯანჯაფილი
წვენსაწურში გამოწურეთ ყველა ინგრედიენტი. კოქტეილი შეგიძლიათ, მაქსიმუმ, სამი დღის განმავლობაში მიიღოთ. სითხე დაეხმარება ორგანიზმს შლაკებისგან გათავისუფლებაში და, ასევე, ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში.