
პერუში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას გეომეცნიერებათა გერმანიის კვლევითი ცენტრი (GFZ) ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი პერუ-ბრაზილიის საზღვართან, 112 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.